Sunday, April 30, 2017

პროექტის პრეზენტაცია

მეშვიდე დღის რეფლექსია

მივუახლოვდით დასასრულს.ტრენინგის კურსი იყო პრაქტიკულად დატვირთული და ძალიან ნაყოფიერი. მერვე სატრენინგო დღეს ვისწავლეთ ფასილიტაციის კითხვარის შედგენა და გუგულის ფორმატში ატვირთვა. დავამატეთ გვერდები. მივიღეთ დავალებები საფინალო გაკვეთილისათვის.

Friday, April 28, 2017

მიმართულების მიმცემი კითხვები

<iframe src="https://docs.google.com/document/d/1i21ExdXKDNuebG9v09HEU-VBrUzWTR-0RnVJ_Gtj6aM/pub?embedded=true"></iframe>

Sunday, April 23, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. ყურადღება გავამახვილეთ სსსმ მოსწავლეთა შეფასების ფორმებზე. გავიხსენე(უფრო სწორად ახლიდან ვისწავლე) და გავაზიარე ინფორმაცია დრაივზე.

Thursday, April 6, 2017

მეოთხე სატრენინგო დღე იყო ძალიან ნაყოფიერი და აქტიური. ვისწავლეთ სარეკლამო ბროშურის დიზაინი და შექმნა. დავამზადეთ ჩვენი პროექტის სარეკლამო ბროშურა. შევავზეთ პროექტის გეგმა. მივიღეთ დავალებები შემდგომი სატრენინგო დღისათვის.

Saturday, April 1, 2017

მესამე დღის რეფლექსია

ჩემი მოლოდინები მართლდება. ყოველი მომდევნოდღე დღე სავსეა საინტერესო სიახლეებით. გავიარეთ რეგისტრაცია, გავარჩიეთ წინა დღეს მოცემული დავალება, კერძოდ, პროექტის მიზანი, მსვლელობა და შედეგი. შევაფასეთ და მივეცით რეკომენდაციები ჯგუფის წევრებს,   ვისწავლეთ პროექტისთვის საჭირო მიმართულებისათვის მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, კერძოდ,ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების ჩამოყალიბება. ტრენინგი ნაყოფიერი და შინაარსინი იყო.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

პროექტის დასახელება: ეკოსახლები

ზოგადი კითხვა:-კომფორტი ჯანმრთელობაა?

თემატური კითხვები: რა არის ეკო სახლი?
რამ განაპირობა ეკო სახლების შექმნის აუცილებლობა?
რა არის მწვანე სახლიდა რა კავშირშია ეკო სახლთან?
რა არის რუხი წყალი, ანუ მეორადი მოხმარების წყალი?
რა არის ეკო სახლის დადებითი და უარყოფითი თვისებები?

შინაარსობრივი კითხვები: როგორ ავაშენოთ ეკო სახლი?
რატომ ავაშენოთ ეკო სახლი?
როგორ ვაქციოთ სახლი ბუნების ნაწილდ?
როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები რაციონალურად?

როგორ გადავაქციოთ კომფორტი ჯანმრთელობის საფუძვლად?

Sunday, March 26, 2017

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღე დაიწყო პოზიტიურად.
განვიხილეთ  პირველი დღის საშინაო დავალება, კერძოდ ჯგუფის წევრთა მიერ წარმოდგენილი პროექტები,  იყო აზრთა გაცვლა და რეკომენდაციები, როგორც კოლეგების  ასევე ტრენერის მხრიდან.
დღეს შევქმენით საკუთარი ბლოგი.
ვისწავლეთ პორთფოლიოს შექმნა და გავხსენით საქაღალდე.
მივიღეთ მომდევნო ტრენინგის დავალებები.
მეორე დღე იყო კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე პირველი. მაქვს საუკეთესო  მოლოდინები.